Thursday, December 13, 2012

პარიზის მოტორ შოუ


ახლოვდება პარიზის მოტორ შოუ და სულ უფრო მეტ ინფორმაციას ვღებულობთ იმ ავტომობილებზე, რომლებსაც მათი შემქმნელები პირველად გვიჩვენებენ. ოღონდ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია არასრულია და უფრო მეტის გაგების სურვილს აჩენს. ასე ღვივდება ინტერესი გამოფენის ექსპონატებისადმი, იმ ავტომობილებისადმი, რომლებმაც მათს მწარმოებლებს მოგება უნდა მოუტანოს.
რა თქმა უნდა, ამ მარაქაშია „მერსედეს-ბენცი“, რომელმაც განსჯისთვის თავისი კორპორატიული სტილის ახალი მიმდინარეობა, სახელად „ესთეტიქსS“ მოამზადა. ჯერ ცნობილი არაა, ამ ახალი სტილის ჩვენებას სამქიმიანები კონცეპტუალური ავტომობილის მეშვეობით აპირებენ, თუ სხვა ფორმით. ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეიძლება - ეს არ იქნება ახალიS-კლასის სედანი, რომელსაც პირველად ალბათ მერმისს, შანჰაის მოტორ შოუზე გიჩვენებენ

სკულპტურა ახალი დიზაინის გამორჩეულ ასპექტებს გვიჩვენებს. „ესთეტიკ S-ის“ დიზაინითა და პროპორციებით, ჩვენ ერთმანეთს შევუხამეთ თანამედროვე მგრძნობიარე ფორმები, სტატუსი და სპორტული დახვეწილი სტილი“, - განმარტავს გერმანული კომპანიის დიზაინის განყოფილების შეფი გორდენ ვაგენერი და დასძენს:
„S-კლასისთვის დამახასიათებელი მოხაზულობა ყოველთვის წარმოადგენდა საავტომობილო კულტურის საუკეთესო მხარეს. ახალიS-კლასი ამ ტრადიციას გააგრძელებს და თავისი შთამბეჭდავი მოყვანილობით, ჩვენი დიზაინის ახალ სტილს გიჩვენებთ, რომელიც მომდევნო წლებში ჩვენს ავტომობილებზე დამკვიდრდება“.
კომპანია ”მერსედეს-ბენცმა” ახალი სედანის S 350 BlueTEC-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია გაავრცელა. გერმანული კონცერნის განცხადებით, ეს-კლასის მოდელების ისტორიაში, ეს მოდელი ყველაზე ეკონომიური და უსაფრთხოა.
350 BlueTEC აღჭურვილია ექვსცილინდრიანი, 258 ცხ/ძ-ის მქონე დიზელის ძრავით, რომელიც 100 კმ/სთ-ს 7,1 წამში ანვითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 250კმ/სთ-ია. ავტომობილი 100 კმ-ს 6,8 ლიტრი საწვავით გაივლის.
”მერსედესმა” S 350 BlueTEC-ის შემთხევაში, განსაკუთრებულად გაამახვილა ყურადღება უსაფრთხოებაზე. სწორედ ამის დასტურია ის, რომ ავტომობილს დაუმოტაჟეს სისტემა ESP, რომელიც გზაზე არსებული დაბრკოლების შემთხვევაში, მძღოლს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს და უკანა ხედვის სარკეზე ინფორმაციას აწვდის ან ხმოვან სიგნალს აძლევს. სწორედ ამგვარი სისტემების ხარჯზე, სხეულის დაზიანებების, სიკვდილიანობის და ზოგადად ავარიების რიცხვი მინიმუმამდეა დაყვანილი.
შეგახსენებთ, რომ ეს-კლასის მოდელებს შორის, მეორე, ყველაზე ეკონომიური მოდელი S 400 Hybrid-ია, რომელიც 279 ცხ/ძ-ის მქონე, V6 ტიპის ძრავითაა აღჭურვილი. ეს მოდელი 100 კმ-ს 7,9 ლიტრი საწვავით გაივლის.
გარდა ამისა, ”მერსედესს” აქვს კიდევ ერთი ფლაგმანური სედანი, რომელსაც 100 კმ-ის დასაფარად 3,2 ლიტრი საწვავი ჭირდება, თუმცა ეს მოდელი ჯერ მხოლოდ პროტოტიპად არსებობს.
”მერსედეს-ბენც S 350 BlueTEC”-ის სპეციალური შეკვეთით შეძენა გერმანიაში უკვე შესაძლებელია. ავტომობილის ფასი 76 270 ევროა. წყარო



მერსედეს ბენცმა" უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო.
მალე შტუტგარტული კომპანია მყიდველს თავისი ფლაგმანის, S-კლასის სედანის ისეთ ვერსიებს შესთავაზებს, რომლებიც დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავებით იქნება აღჭურვილი.








60 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც გერმანულმა კომპანიამ S-კლასის სედანის წარმოება დაიწყო და ამ პერიოდში ამ ავტომობილზე ოთხცილინდრიანი ძრავი აქამდე არასდროს გამოუყენებიათ. მაგრამ რამდენადაც სამქიმიანები თავიანთი კონკურენტების - "ბეემვესა" და "აუდისგან" უმკაცრეს კონკურენციას ხვდებიან, მათ შორის, "მწვანე" ავტომობილების ფრონტზე, მათ ასეთი უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება დასჭირდათ.ბოლო წლებში ბაზარზე ახალი ტენდენცია ჩამოყალიბდა, რომლის მიხედვითაც, მწარმოებლები იმ მყიდველს, რომელიც გარემოზე ზრუნვას ყველაზე მაღლა აყენებს, ეკოლოგიურად შედარებით სუფთა ავტომობილებს სთავაზობენ. ამ საკითხში ნამდვილი ლიდერი "ბეემვეა", რომელიც ეკოლოგიური ტექნლოგიების განვითარებაზე ყველაზე მეტ თანხას ხარჯავს. თუმცა, ამ მხრივ, მას სერიოზული კონკურენტი "მერსედეს ბენცის" სახით ჰყავს, რომელმაც "მწვანე" ტექნოლოგიების განვითარებას წელს 1 მილიარდი ევრო მოახმარა, ეს კი შარშანდელ ანალოგიურ ინვესტიციაზე დაახლოებით ორჯერ მეტია.დიზელის ოთხცილინდრიანი ძრავით აღჭურვილ S250 CDI-ს თავისი დილერებისთვის მიწოდებას გერმანული კომპანია 2011 წლის დასაწყისიდან შეუდგება. ავტომობილის სავარაუდო ფასი 65 000 ევრო იქნება. ორტონიან ავტომობილს დიზელის 2.2-ლიტრიანი აგრეგატი ამოძრავებს. აგრეგატის სიმძლავრე 204 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 500 ნიუტონმეტრი და ამ მაჩვენებელს ძრავი უკვე 1600 ბრ/წთ-ზე აღწევს. როგორც შტუტგარტელები ამბობენ, ეს მახასიათებლები დიზელის ექვსცილინდრიანი აგრეგატისას შეესაბამება, მათი მიღწევა კი შესაძლებელი ორსაფეხურიანი ტურბოჩაბერვის წყალობით გახდა.სედანი S250 CDI მცირეგაბარიტიანი ავტომობილებისთვისაც კი შესაშური ეკონომიურობით გამოირჩევა. 100 კილომეტრის გასავლელად ის 5.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ყოველი კილომეტრის გავლისას კი ის ატმოსფეროში 149 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.ამგვარად, ეს არის ლუქსის კლასის პირველი ავტომობილი, რომელიც 100 კილომეტრის გასავლელად, 6 ლიტრზე ნაკლებ საწვავს მოიხმარს და კილომეტრის გავლისას, ატმოსფეროს 150 გრამზე ნაკლები ნახშირორჟანგით აბინძურებს.ბრიტანულ გამოცემა "ქარ-ის" ცნობით, "მერსედეს-ბენცი" თავისი ავტომობილების სახელების სისტემის შეცვლას აპირებს.ამის მიზეზი კი ისაა, რომ შტუტგარტელები სულ უფრო აფართოებენ თავიანთ საწარმოო პროგრამას, რასაც სახელების (აბრევიატურების) ძველი სისტემა ვეღარ მიესადაგება.ახლანდელ სისტემაში, გამის მთავარ მოდელებს ერთასოიანი სახელები აქვთ. მაგალითად, S-კლასი, G-ვაგენი. შემდეგ, გამა გაფართოვდა და ამ სახელებს CL და GL დაემატა. მაგრამ ამჟამად აღარც ესაა საკმარისი და შვაბიელთა გამაში გამოჩნდა ავტომობილები, რომლებსაც სახელად სამასოიანი აბრევიატურა აქვს - CLC, CLS. და სწორედ აბრევიატურების სიმრავლე, ხშირად დაბნევას იწვევს.ამიტომ, სამქიმიანები ამ სახელების სისტემის კიდევ ერთხელ შეცვლას აპირებენ. კერძოდ, მხოლოდ სამ პრეფიქსს დატოვებენ, რის შემდეგაც: ასო G იქნება უგზოობის ავტომობილების და ქროსოვერების აღმნიშვნელი, C - კუპეებისა და კაბრიოლეტების, SL კი - სპორტული ავტომობილების.მაგალითად ავიღოთ A-კლასის პლატფორმაზე ბაზირებული კომპაქტური ოთხკარიანი კუპე, რომლის დებიუტიც პეკინში შედგა. მისი სახელი იქნება CLA, ძველი სისტემით კი მისთვის CLC-ს დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ ახალი სისტემის შესაბამისად, აბრევიატურაში მეორე C მხოლოდ იმ ავტომობილებს შეიძლება ეწეროს, რომლებიც C-კლასის ოჯახს მიეკუთვნებიან. წყარო